LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაუზის შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი რეგულარული რეისებით იტვირთება – სად და როდის შეძლებთ გამგზავრებას

82
182601258-2958779954390940-6465717483483765393-n

“მოხარულები ვართ, რომ რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ნელ-ნელა იტვირთება რეგულარული რეისებით”, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე აცხადებს. მისი თქმით, ქუთაისიდან ახლა უკვე პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა ევროპის 6 ქვეყნის 9 ქალაქში, ხოლო ცენტრალური აზიის 3 ქალაქშია შესაძლებელი.

„ჩვენ ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ახალი მიმართულებები ეტაპობრივად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დაამატონ”,-დასძინა არჩუაძემ.

ცნობისთვის, ივნისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენა-ქუთაისი-ვენას, ბუდაპეშტი-ქუთაისი-ბუდაპეშტისა და ვროცლავი-ქუთაისი-ვროცლავის საჰაერო ხაზზე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბუდაპეშტიდან პანდემიის შემდეგ პირველ რეგულარულ პირდაპირი რეისს 19 ივნისს შეასრულებს, ვროცლავიდან – 26 ივნისს, ხოლო ვენიდან – 29 ივნისს განახორციელებს.

სამივე მიმართულებით რეისები კვირაში ორ-ორი სიხშირით შესრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები