როზი ჰანტინგტონ-უაითლი ორსულობის ბოლო თვეშია, თუმცა წამოზრდილი მუცელი მას ხელს არ უშლის სექსუალურ ფოტოსესიებში მონაწილეობა მიიღოს. სუპერმოდელი ჟურნალ Glamour-ის ივნისის ნომრის მთავარი გმირი გახდა.
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში როზიმ სელფის სწორად გადაღების შესახებ ისაუბრა: „დაახლოებით ნახევარი საათია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განათება შეარჩიო. უნდა გადაიღო ათასობით ფოტო, დაარედაქტირო და გაფილტრო“, – აცხადებს ლამაზმანი.
შეგახსენებთ, რომ როუზი და მისი ბოიფრენდი, ჯეისონ სტეტჰემი სულ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ერთად შვიდი წელია ცხოვრობს და უახლოეს მომავალში ამ ურთიერთობის ქორწინებით დასრულებას გეგმავს. ფოტოები