LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როსტოვში ხანძრის შედეგად 107 შენობა დაიწვა, 45 ადამიანი დაშავდა

26

რუსეთის ქალაქ როსტოვში, ხანძრის შედეგად, 107 შენობა დაიწვა, მათ შორის 83 საცხოვრებელი სახლია. ხანძრის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვიდი ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.

ამის შესახებ როსტოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველოში განაცხადეს.

გუშინ როსტოვის ცენტრში საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარის გავრცელების ფართობი 10 ათასი კვადრატული მეტრია. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ქალაქში საგანგებო სიტუაციის რეჟიმია შემოღებული.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ სახლში საყოფაცხოვრებო ტექნიკის აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა პროკურატურა განზრახ ცეცხლის გაჩენის ვერსიასაც განიხილავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები