რუსეთის ქალაქ როსტოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიიდან შავი სქელი კვამლი ამოდის. უცნობია, რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ხანძარი დაახლოებით, 880 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
? FSB BUILDING IS ON FIRE
Explosions have been heard in the area of the fire at the ?? intelligence service’s building in Rostov-on-Don.
It is most likely ammunition exploding.
Cause of the fire is yet unknown. pic.twitter.com/BtIhYf6HUT
— Jason Jay Smart (@officejjsmart) March 16, 2023
რუსეთის ხელისუფლებას ხანძრის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თვითმხილველების თქმით კი, ცეცხლის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაიგონეს. გავრცელებული ინფორმაციით, რომ ტერიტორიაზე აფეთქებების ხმა კვლავ ისმის, რაც შესაძლოა საბრძოლო მასალების დეტონაციას უკავშირდებოდეს.
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
როსტოვში სივერსის ქუჩაზე სატრანპორტო მოძრაობა აკრძალულია. ტერიტორია შემოსაზღვრულია.