LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როსატომის“ ხელმძღვანელი: ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა

48
ზაპოროჟიეს ატომური ელ.სადგური

რუსული კომპანია „როსატომის“ ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ატომური ავარიის საფრთხეა.

აღნიშნულის შესახებ ალექსეი ლიხაჩევმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ გასულ დღეებში, სადგურის ტერიტორიის მიმართულებით, 30-ჯერ გაისროლეს.

„დარტყმები ხორციელდება გადამუშავებული ბირთვული საწვავის საცავზე, სპეციალურ კორპუსზე, სატრანსპორტო მაგისტრალზე, დაზიანებულია სარეზერვო დიზელგენერატორები.“ – განაცხადა ლიხაჩევმა.

მანამდე, რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ კიევი „არ წყვეტს პროვოკაციებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტექნოგენური კატასტროფის საფრთხის შესაქმნელად“.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექსტროსადგურს თებერვლის შემდეგ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. გასულ დღეებში გავრცელდა ცნობები, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რამდენჯერმე ცეცხლი გაუხსნეს.