LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუზე უკეთესი სეზონი ნეიმარს ჰქონდა

34

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უეფას 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო სამეულზე კომენტარი გააკეთა.

“ვფიქრობ, ნომინირებულ ფეხბურთელთა სიაში “ბარსელონას” შეტევის მთლიანი ხაზი უნდა დაესახელებინათ. ფაქტია, რომ პორტუგალიელზე უკეთესი სეზონი ნეიმარს ჰქონდა და მისი ამ სიაში შეყვანა სავსებით სამართლიანი იქნებოდა”, -განაცხადა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოსაპოვებლად ლიონელ მესი, ლუის სუარესი და კრიშტიანუ რონალდუ 27 აგვისტოს მონაკოში იბრძოლებენ. ”ბარსას” ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი 23 ქულით მეხუთე პოზიციაზეა, მას ჯანლუიჯი ბუფონიც უსწრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები