LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდუმ მსახიობს ვერ აჯობა (ვიდეო)

46

”რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ დუეინ ჯონსონის რეკორდის მოხსნა ვერ შეძლო.

მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ლონდონში მის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერას დაესწრო. ამ მოვლენის აღსანიშნავად გულშემატკივრები შეგროვდნენ და კრიშტიანუს აქციაში სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობას.

პორტუგალიელი ეცადა დუენ ჯონსონისათვის სამ წუთში გადაღებული სელფების რაოდენობაში ეჯობნა – გულშემატკივრები რიგში ჩადგნენ და კრიშტიანუსთან ფოტოებს მონაცვლეობით იღებდნენ.

სამწუხაროდ, ფეხბურთელმა მსახიობის რეკორდი ვერ მოხსნა. ჯონსონმა ფილმის ”სან ანდრეასის” პრემიერაზე ფანებთან 105 სელფი გადაიღო.

 

https://www.youtube.com/watch?v=zZXCtFOjmjs

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები