მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ ჯონათან როსის შოუში მივიდა, სადაც მას კომენტარის გაკეთება მოუწია თავისი შვილის დედასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეს საკითხი გასაიდუმლოებულია და ვინ არის რონალდუს შვილის დედა, უცნობია, რომელსაც თავის დროზე ფეხბურთელმა დიდძალი თანხა გადაუხადა, რათა ქალბატონი ჩრდილში დარჩენილიყო.
აი რა თქვა რონალდუმ გადაცემაში:
“ცხოვრებაში არის რაღაც, რაც პირადულია და ეს მხოლოდ ამა თუ იმ ადამიანის საქმეა. საზოგადოებამ პირად საკითხებს პატივი უნდა სცეს.
როდესაც ჩემი შვილი გაიზრდება, მე მას დედამისის შესახებ ყველაფერს ვეტყვი.
ახლა არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს მხოლოდ იმის გამო, რომ ხალხს ასე უნდა. ეს მხოლოდ მე და ჩემ ოჯახს ეხება.
ბევრია ისეთი ბავშვი, რომელიც მშობლების გარეშე იზრდება. ასე არის ჩემი შვილიც, თუმცა, მას დიდი მხარდაჭერა აქვს ჩემი ოჯახის მხრიდან”, – განაცხადა რონალდუმ.