LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს მოსვლას გაუმარჯოს: იუვენტუსის სოცქსელები ხალხს ვეღარ იტევს

82

კრიშტიანო რონალდოს ყიდვის შემდეგ „იუვეს“ ტვიტერსა და ინსტაგრამზე მილიონზე მეტი ახალი ხელმომწერი გაჩნდა.

„იუვეტუსმა“ სოცქსელებში არნახული ზრდა გადაიტანა და საამისოდ სულ რაღაც ორი დღე იყო საკმარისი მას შემდეგ, რაც კრიშტიანოს ტურინულ გუნდში გადასვლა დადასტურდა.

„იუვეს“ ინსტაგრამზე 1.4 მლნ ახალი ფოლოვერია. ტვიტერს კი 1.1 მლნ ხელმომწერი დაემატა, ფეისბუქს – 500 ათასი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „რეალის“ ტვიტერს რონალდოს წასვლის გამო მილიონი ფანი გამოაკლდა. ისე, 30 მილიონიანი ხელმომწერით „რეალი“ მაინც ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო კლუბად რჩება.

 

33 წლის პორტუგალიელის ტრანსფერი „იუვენტუსს“ 117 მლნ ევრო დაუჯდა.

 

რონალდოს ეფექტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები