ნეიმარი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა, რონალდო – 49-ეა. ეს CIES Football Observatory-ის ვერსიაა.
კვლევითმა ცენტრმა ტოპ5 ჩემპიონატების მოთამაშეების ღირებულება შეისწავლა.
კვლევისას გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, პოზიცია, კონტრაქტის ხანგრძლივობა, კლუბსა და ნაკრებში გამოსვლა. რეიტინგის ლიდერი პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარია, ხოლო „ოქროს ბურთის“ მოქმედმა მფლობელმა მხოლოდ 49-ე ადგილი დაიკავა.
ათეულში შევიდნენ:
1. ნეიმარი (პსჟ) – 213 მლნ ევრო
2. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 202,2 მლნ
3. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 194,7 მლნ
4. კილიან მბაპე (პსჟ) – 192,5 მლნ
5. პაულო დიბალა (იუვენტუსი) – 174,6 მლნ
6. დელე ალი (ტოტენჰემი) – 171,3 მლნ
7. კევინ დე ბრიუნე (მანჩესტერ სიტი) – 167,8 მლნ
8. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) – 164,8 მლნ
9. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 150,2 მლნ
10. პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 147,5 მლნ
…
49. კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 80,4 млн