რონალდოს დამ გულისამაჩუყებელი ოჯახური პორტრეტი დახატა საკუთარი რესტორნის კედელზე.
კატია ავეირუმ თავისი ვარსკვლავი ძმა და ოჯახი გამოსახა. კრიშტიანოს გვერდით არიან – ორი და, ძმა, დედა და მამა.
„Casa Aveiro – ჩემი დის კიდევ ერთი ნამუშევარია, რომელიც დედაჩემის დოლორეშ ავეირუს დახმარებით გააკეთა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Casa Aveiro-ში“, – დაწერა რონალდომ.
კრიშტიანოს ახლობლებმა რესტორანი 2018 წლის ივლისში გახსნეს. ის ბრაზილიაში, ქალაქ გრამადუში მდებარეობს. გახსნაზე პორტუგალიისა და ბრაზილიის ექს-მწვრთნელი სკოლარიც იყო.
დედა-შვილი ავეირუების ნამუშევარი პირველად რესტორნის ინსტაგრამზე 5 ივლისს გამოჩნდა.