LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს და ზიდანის ტურნირი: რეალისტები რეალურ ისტორიას ქმნიან

49

ჩემპიონთა ლიგა კვლავ მადრიდის „რეალის“ და კრიშტიანო რონალდოს მორჩილებაშია. ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს ესპანური გრანდი და მისი ლიდერი რეკორდებით იპყრობენ. ამჯერად ინგლისური „ლივერპულია“ დამარცხებული – 3:1.
ინდივიდუალურად კრიშტიანო რონალდოს სხვა ფეხბურთელები კი არა, მთელი გუნდები ვერ ეჯიბრებიან. აკი თქვა კიდეც ნამატჩევს პორტუგალიელმა, ამ ტურნირს ბარემ ჩემი სახელი უწოდეთო.
ხოლო რა განსხვავება ზინედინ ზიდანსა და იურგენ კლოპს შორის, სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს.

 

კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა კარიერაში ხუთჯერ მოიგო.
პორტუგალიელმა პირველად ყველაზე პრესტიჟული ჯილდო “მანჩესტერში” თამაშისას 2007/08 წლებში დაისაკუთრა.
“სამეფო კლუბში” კი აღნიშნულ წარმატებას 2013/14, 2015/16, 2016/17 და 2017/18 წლებში მიაღწია.
ოთხჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული ანდრეს ინიესტას და კლარენს ზეედორფს.

კლუბებს შორის რონალდოს მსგავსად 5 გამარჯვება აქვთ „ბაიერნს“, „ბარსელონას“ და „ლივერპულს“.

რონალდო 15 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მას ეკუთვნის 2013-2014 წლების სეზონში 17 გოლი და 2015-2016 წლების სეზონში 16 გოლი.
რონალდო ჩემპიონთა ლიგის გოლეადორი ზედიზედ მე-6 გახდა.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ უეფამ მადრიდის “რეალის“ უელსელი შემტევი გარეთ ბეილი დაასახელა, რომელმაც შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა.

ბეილი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში, შეცვლაზე შესულმა დუბლი გაახერხა.

 

კეილორ ნავასი – ჩეპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მეკარეა, რომელმაც სამი ფინალი ითამაშა ზედიზედ.

 

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების რეიტინგში ზინედინ ზიდანი დაეწია ორ ლიდერს – კარლო ანჩელოტის (ორჯერ მოიგო ლიგა „მილანთან“ და ერთხელ „რეალთან“ ერთად) და ინგლისელ ბობ პეისლის (სამივე მოგება „ლივერპულთან“).
კარიერაში ზიდანმა 8-დან 8 ფინალი მოიგო.

 

იურგენ კლოპი გახდა ისტორიაში მესამე მწვრთნელი, რომელმაც სამჯერ წააგო ევროტურნირების ფინალი. კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი დათმო 2013 წელს „ბორუსიასთან“ და ახლა „ლივერპულთან“ ერთად, ხოლო 2016 წელს მისმა „ლივერპულმა“ ევროპალიგა დაუთმო „სევილიას“.
აქამდე სამი წაგება ევროპულ ფინალენში მარტო არსენ ვენგერს და ექტორ კუპერს ქონდათ.
საერთოდ, კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში 7-დან 6 ფინალი წააგო. ეს ერთადერთი წარმატება 2012 წელს გერმანიის თასზე მოდის, როდესაც „ბორუსიამ“ ქვეყნის თასი მოიგო.

 

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ფინალის ანტიგმირი „ლივერპულის“ მეკარე კარიუსი ამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი, 6 მშრალი მატჩით იწონებს თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები