LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ბუფონი შეეცილება: ”ოქროს ბურთის” კანდიდატები ცნობილია

23

France Football-მა 2017 წლის ”ოქროს ბურთის” მიღების კანდიდატები დაასახელა. ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს წელს კრიშტიანო რონალდო, ჯანლუიჯი ბუფონი, ანტუან გრიზმანი ან კილიან მბაპე მიიღებს.

მესი არც უხსენებიათ.

ნომერ პირველი კანდიდატი რასაკვირველია პორტუგალიელი ვარსკვლავია. მის მთავარ კონკურენტად კი ”იუვენტუსისა” და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას, ჯანლუიჯი ბუფონს მიიჩნევენ. რასაკვირველია გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებენ კანდიდატების გუნდების მიერ მიღწეულ შედეგებსაც.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football 1956-2010 წლებში ასახელებდა ”ოქროს ბურთის” მფლობელ ფეხბურთელს, შემდეგ კი ტიტული გააერთიანეს ფიფას ”წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთან. 2016 წლამდე საუკეთესოებს ფიფა ასახელებდა, თუმცა ფრანგულმა გამოცემამ ეს უფლება უკან დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ ჯანლუიჯი ბუფონი შეიძლება გახდეს მეორე მეკარე ”ოქროს ბურთის” ისტორიაში, ვისაც ამ ჯილდოს გადასცემენ. პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად უპრესტიჟულესი ჯილდო გოკლიპერთაგან ლევ იაშინმა 1963 წელს მოიგო.

რეკორდის დამყარების შანსი ექნება 18 წლის მბაპესაც. გამარჯვების შემთხვევაში იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება მათ შორის, ვისაც ოდესმე ”ოქროს ბურთი” მოუგია. აქამდე ყველაზე ახალგაზრდა ასაკში ჯილდოს ბრაზილიელი რონალდო (კიჭა) დაეუფლა. 1997 წელს იგი მხოლოდ 21 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები