LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს 41: ეს ბოლო კონტრაქტი არ არის

44

კრიშტიანო რონალდო: მინდა 41 წლამდე ვითამაშო.
პორტუგალიელი აპირებს კიდევ 10 წელი ითამაშოს.

”რეალში ბედნიერი ვარ და აქ დარჩენა მინდა. მაგრამ ეს არ არის ჩემი ბოლო კონტრაქტი კარიერაში. მინდა 41 წლამდე ვითამაშო. დი სტეფანომ მითხრა, ასე გააგრძელე ჩემპიონო, შენ უდიადესი ხარ.
ჩემში ფეხბურთელის კარიერის კიდევ 10 წელი დარჩა. არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ”რეალში” 40 წლამდე გამოვალ, არ შეიძლება აქ მუდმივად ვითამაშო”, – დაწერა რონალდოს ნათქვამი ”მარკამ”.

”რეალმა” რონალდოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ვადა 2021 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

კრიშტიანო ”სამეფო კლუბში” 2009 წლიდანაა. 371 გოლით პორტუგალიელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები