LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ტყუპები აღიარა: მიხარია, რომ შვილებს ვნახავ

86

კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა, რომ ორი შვილი შეეძინა.
ამის გამო იგი კონფედერაციის თასზე მესამე ადგილისთვის მატჩს გამოტოვებს.
ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც პორტუგალიამ ნახევარფინალი წააგო ჩილესთან პენალტების სერიაში – 0:3 (ძ.დ. 0.0).

შვილები რონალდოს ტურნირის დაწყებამდე შეეძინა.

„მთლიანად ნაკრებზე ვიყავი გადართული, მაშინაც კი, როდესაც ვიცოდი რომ სამყაროს ჩემი ორი შვილი მოევლინა. მართალია, მთავარ მიზანს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავაგრძელებთ პორტუგალიელებისთვის სიხარულის მინიჭებას.
ფედერაციის პრეზიდენტმა და ნაკრების მწვრთნელმა ჩემ მიმართ ისეთი დამოკიდებულება გამოიჩინეს, რასაც არასოდეს დავივიწყებ. ძალიან მიხარია, რომ პირველად ვნახავ ჩემ შვილებს“, – დაწერა რონალდომ ფეისბუქზე.

ივნისის დასაწყისში გავრცელდა ცნობა, რომ სუროგატმა დედამ რონალდოს ტყუპები გაუჩინა (ბიჭს მატეო დაარქვეს, გოგოს – ევა). კრიშტიანოს პირველი ბიჭი უკვე 6 წლისაა. ის სამყაროს 2010 წელს ასევე სუროგატი დედისგან მოევლინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები