LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ქალს ცხვირი გაუტეხა და მერე დაპატიჟა (ფოტო)

download (2)

ერთი კვირის წინ რონალდომ „იუვეს“ გულშემატკივარს სახეში ბურთი მოარტყა. ახლა ისინი შეხვდნენ.
ზოგჯერ კრიშტიანოს არაზუსტი დარტყმები საშიშია ადამიანებისთვის. ამაში გასულ კვირას „იუყვენტუსის“ ქალბატონი ქომაგი ელენა დი მარტინო დარწმუნდა.

„კიევოსთან“ მატჩამდე (3:0) გახურებისას რონალდომ ძლიერად და არაზუსტად დაარტყა – ბურთი ელენას სახეში მოხვდა, რომელიც კარს უკან იდგა და მიბრუნება ვერ მოასწრო. შედეგი – დამსხვრეული სათვალე და ცხვირის დაზიანება.

ელენამ მომხდარის შესახებ ფეისბუქზე დაწერა: „ყოველდღე არ გხვდება რონალდოს დარტყმული სახეში. მადლობა მეგობრებს და ფანებს მხარდაჭერისთვის. სხვათა შორის, ვახშამზე მიპატიჟებას ველოდები“.

მოგვიანებით Il Corriere della Sera-თან ინტერვიუში ელენამ დაადასტურა თავისი სიტყვების სერიოზულობა: „დიახაც, მან ვახშამზე უნდა დამიძახოს.“

ხუმრობა თუ რაც იყო, მშვენივრად დასრულდა. კრიშტიანომ მართლა დაპატიჟა ელენა – ოღონდ არა პაემანზე, არამედ „იუვენტუსის“ ბაზაზე.
რონალდომ მაისურზე ავტოგრაფი დაუწერა (სიტყვებით „გეხვევი“) და ფოტოც გადაიღო.

„ეს ჩემი საჩუქარია. ჩემპიონი – მოედანზე და მის მიღმაც… CR7“, – დაწერა ელენამ შეხვედრის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები