კრიშტიანო რონალდომ ახალშობილი ტყუპების ფოტოები სოცქსელებში გამოაქვეყნა.
პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილისთვის მატჩისთვის აღარ დარჩა და ხელმძღვანელობას საპატიო მიზეზით გაენთავისუფლა – ფეხბურთელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სუროგატი დედისგან ვარსკვლავის ტყუპები დაიბადნენ. თუმცა, რონალდო მათ დაბადებას ვერ დაესწრო, რადგან სანაკრებო თამაშები ქონდა და ბავშვები მოგვიანებით ნახა.
შეგახსენებთ, ბიჭს მატეო დაარქვეს, გოგონას – ევა.
რონალდოს ჰყავს ვაჟი – კრიშტიანო რონალდო-უმცროსი, რომელიც ასევე სუროგატი დედისგან დაიბადა. ახლა კი, როგორც ამბობენ, ჯორჯინა როდრიგესისგან კიდევ ელოდება შვილს.
https://www.youtube.com/watch?v=7TbHhouBiPw