კრიშტიანო რონალდომ ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის მიღებული ფული სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს შესწირა.
რაც არ უნდა ილაპარაკონ ამ ბიჭზე, პატივისცემას იმსახურებს.
”რონალდომ ევრო 2016-ის საპრიზო თანხა (275 ათასი ევრო) სრულად გადარიცხა ბავშვთა სიმსივნესთან ბრძოლის ფონდში. მან იგივე გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მოგების დროსაც”, – წერს Manchester United Red Zone.
შეგახსენებთ, 10 ივლისს ევროპის პირველობის ფინალში პორტუგალიამ მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. თავად კრიშტიანომ პირველ ტაიმში სერიოზული ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, რის გამოც შესაძლოა საკლუბო სეზონის სტარტი გაუცდეს.