მადრიდის ”რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჯეისონ სტეტჰემს შეხვდა.
არ უჩხუბიათ, მხოლოდ ჩახუტება.
რონალდო ტრავმას აშშ-ში მკურნალობს, სადაც შეხვდა კიდეც ცნობილ მსახიობს. პორტუგალიელმა შემთხვევით ისარგებლა და მსახიობს დაბადების დღე მიულოცა (ჯეისონს 49 წელი შეუსრულდა).
სხვათა შორის, სტეტჰემი ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა. ისე, ბრიტანელი არტისტი ლონდონის ”ჩელსის” გულშემატკივრობს.