LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო შესაძლოა გაროზგონ: რა დააშავა კრიშტიანომ, რომელიც ირანში ვეღარ ჩავა

132
28034_1688803_updates

ირანული პორტალი Rouydad24 იუწყება, რომ „ალ ნასრის“ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოს ირანის კანონის დარღვევისთვის სასჯელი ემუქრება.

პორტუგალიელის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანს ესტუმრა „პერსეპოლისთან“ სათამაშოდ (2:0), რა დროსაც რონალდო შეხვდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადგილობრივ მხატვარს. ფეხბურთელის გულშემატკივარმა ქალმა კრიშტიანოს პორტრეტი დახატა. შეხვედრის დროს რონალდო გადაეხვია და აკოცა მხატვარს.

რადგან რონალდო ამ ქალთან ქორწინებაში არ იმყოფება, ირანის კანონებით ეს მრუშობაა. ამის გამო კრიშტიანო შესაძლოა 99 დარტყმით გაროზგონ, თუ ის კიდევ ერთხელ ეწვევა ირანს. დაწყებულია თუ არა ინციდენტის გამოძიება, არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები