გუშინ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტის ხორხე მენდეშის ქორწილი გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მენდეშის მეჯვარე პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც მას საბერძნეთის პატარა კუნძული აჩუქა.
სუპერაგენტი, რომელმაც შუამავლობით უკვე მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა, სანდრა ბარბოსაზე დაქორწინდა, რომელიც ასევე საკმაოდ შეძლებული და მდიდარი ქალბატონია.
პორტოში გამართულ 400-კაციან ქორწილში ისეთი ვარსკვლავები იმყოფებოდნენ, როგორებიც არიან ხამეს როდრიგესი, ფლორენტინო პერესი, სერ ალექს ფერგიუსონი, ფაბიო კოენტრაო, პეპე, დეკო, ბოსინგვა და სხვები.