LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო იბიცაზე ბანდაჟით დადის

19

მადრიდის ”რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანო რონალდო იბიცაზე ბანდაჟით ისვენებს.
ევროს ფინალში მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ აწუხებს ”ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელს.

ინტერნეტში გამოჩნდა რონალდოს ფოტოები, რომელიც იბიცაზე ატარებს შვებულებას. ფეხბურთელი იძულებულია ატაროს ფიქსირებული ბანდაჟი, თუმცა ეს სიამოვნებით დასვენებაში ხელს არ უშლის.

შეგახსენებთ, რონალდოს ტრავმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, უკვე მე-9 წუთზე ფრანგმა დიმიტრი პაიემ მიაყენა. კრიშტიმ თამაშიც გაგრძელება სცადა, მაგრამ მხოლოდ 26-ე წუთამდე გაძლო და მერე საკაცით გაიყვანეს.

ვარაუდობენ, რომ რონალდოს საკლუბი სეზონის სტარტი გაუცდება.

 

 

CnogGh7UkAALr12

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები