LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ფულს ტეხავს: ჟურნალისტური გამოძიება სკანდალზე გადის

26

Football Leaks: „კრიშტიანო რონალდო შემოსავლებს ოფშორულ ზონებში მალავდა“.

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი თანამემამულე ჟოზე მოურინიოსთან, მესუთ იოზილთან და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიების ეპიცენტრში აღმოჩნდა. გამოძიება კი საფეხბურთო სფეროში თანხების გადაადგილებასთან იყო დაკავშირებული.

ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფმა შემოსავლების დაფარვის სქემა გაშიფრა. საუბარია ვირჯინის კუნძულებზე არსებულ ოფშორულ ზონაზე, სადაც დოკუმენტების თანახმად, საკუთარ თანხას მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის გარდა მესუთ იოზილი, რადამელ ფალკაო, ჟოზე მოურინიო და ხორხე მენდეშიც რიცხავდნენ.

საქმეში 18,6 მილიონი დოკუმენტი ფიგურირებს, რომელთა შესწავლა და ანალიზი დასრულებული არ არის. გამოძიება გრძელდება.

Spiegel-ის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდო სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხის მხოლოდ 4%-ს, 5.6 მლნ ევროს იხდიდა, მაშინ, როდესაც მან 150 მლნ ევროს ოდენობის თანხა დამალა. ესპანეთში კი ყველა ის უცხოელი, ვისი შემოსავალიც 600 000 ევროზე მეტია, 43%-ით იბეგრება.

Football Leaks-მა უკვე დააანონსა ახალი მასალები, რომლებიც მალე გამოქვეყნდება.

“შვიდთვიანი წარმატებული გამოძიების შემდეგ, ჩვენი მასალების გამოქვეყნება Der Spiegel-მა, EIC -მა, Sunday Times-მა და Expresso-მ დაიწყეს. გაგრძელება იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

15369862_10209332362960815_529967225_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები