LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ესპანეთში ყველა კარგია

15

კრიშტიანო რონალდომ ესპანეთის 2015/16 წლების ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო ”მარკას” ვერსიით.

”რეალის” თავდამსხმელს ალფრედო დი სტეფანოს პრიზი მისცეს.

”გასულმა სეზონმა ძლიერი ემოციები მაჩუქა. ღმერთი ეხმარება მათ, ვინც მუშაობს”, – თქვა რონალდომ.

გასულ სეზონში ”რეალი” მეორე ადგილზე გავიდა, ”ბარსელონას” 1 ქულით ჩამორჩა, ხოლო რონალდო ბომბარდირთა დავაში მეორე იყო – 36 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ეს რონალდოსთვის კარიერაში მეოთხე ასეთი პრიზია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები