კრიშტიანო რონალდო Instagram-ზე ერთ სარეკლამო პოსტში 1,87 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.
პორტუგალიელი სპორტულ ვებსაიტ LiveScore-ს, ჯანმრთელობის ბრენდ Therabody-ს და კრიპტოვალუტის ბირჟის წარმომადგენელ Binance-ს არეკლამებს. მას სოციალურ ქსელში 597 მილიონი გამომწერი ჰყავს.
მეორე ადგილზე თანხის გამომუშავებით მოდელი კაილი ჯენერია, რომელიც ერთ პოსტში 1,47 მილიონ ფუნტს იღებს და თავს 397 მილიონი გამომწერით იწონებს.
მესამე პოზიციაზე ლეო მესია: ერთ პოსტში 1,38 მილიონი ფუნტი.