LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ჩვეულებრივი ადამიანია: მასაც აქვს სელფის ჯოხი (ფოტო)

64

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ჩინეთში ჩაფრინდა, სადაც ბრენდ Nike-ის მხარდასაჭერად რამდენიმე ღონისძიებას დაესწრო.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს ახალ გუნდს adidas-თან აქვს კონტრაქტი, კრიშტი ჯერ კიდევ წარმოადგენს Nike-ის ინტერესებს, ამიტომ ჩინეთში მისი ყოველწლიური ჩასვლა არავის გააუქმებია. პორტუგალიელმა რამდენიმე შეხვედრა გამართა თაყვანისმცემლებთან და ისინი უბრალო ადამიანური საქციელით გაახარა, მაგალითად სელფები გადაიღო.

 

 

ამასთან, კრიშტიანომ ნორჩი ფეხბურთელები სიახლით გაახარა და სპორტული სკოლის CR7 Sports Camp-ის გახსნის შესახებ აუწყა. ამ საქმის მიზანი იქნება ჩინეთის სოფლებიდან ნიჭიერი ბავშვების მხარდაჭერა.

 

 

2017 წელს რონალდო ჩინეთში Nike-ის ელჩის რანგში ჩავიდა.

ჩვეულებრივი სელფის ჯოხის საშუალო ღირებულება კი 10-15 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები