LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდიონიო და რიკელმე „შაპეკოენსეში“ უფასოდ ითამაშებენ

82

რონალდინიო და ხუან რომან რიკელმე მზად არიან კარიერა განაახლონ და „შაპეკოენსეს“ რიგებში ითამაშონ.
თუ საჭირო გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური ჩემპიონი საერთოდ უფასოდ გავლენ მოედანზე.

ბრზილიურმა გუნდმა ავიაკატასტროფაში 19 ფეხბურთელი და თანამშრომლები დაკარგა. ამასთან, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდი ოფიციალურ მატჩებს გამართავს. ასეთ შემთხვევაში 36 წლის რონალდინიო და 38 წლის რიკელმე მზად არიან სათამაშოდ ანაზღაურების გარეშე გავიდნენ.

როგორც ცნობილია, „შაპეკოენსე“ სამხრეთ ამერიკის თასის ფინალურ მატჩზე სამგზავრო რეისით მიემგზავრებოდა. ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გადარჩა. მათ შორის სამი ფეხბურთელი. სული კი 71 მგზავრი დაიღუპა. კლუბის ცხრა ფეხბურთელი გადარჩა, რადგან განაცხადში ვერ მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები