რონალდინიომ ეკვადორელ არბიტრს ავტოგრაფი პირდაპირ მატჩის მსვლელობისას ყვითელ ბარათზე მისცა.
ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ერთი საჩვენებელი თამაში გამართა ეკვადორის „ბარსელონას“ რიგებში.
გუაიაკილის გუნდის მეტოქე „უნივერსიდად სან-მარტინი“ იყო. მატჩის არბიტრმა ერთ-ერთ ეპიზოდში თამაშის შეჩერებით ისარგებლა და რონალდინიოს ავტოგრაფი თხოვა. „ოქროს ბურთი 2005“-ის მფლობელმა მსაჯს ხელი ყვითელ ბარათზე მოუწერა.
თამაში კი „ბარსელონამ“ 4:3 მოიგო.
https://www.youtube.com/watch?v=ggCRaEkQ0k0