იტალიის დედაქალაქ რომში, ავტობუსში, მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე დანით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Roma Today ავრცელებს.
დაჭრის მიზეზი სავარაუდოდ ყაჩაღობაა. 44 წლის ქართველ მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
37 წლის მაროკოელმა მამაკაცი, რომელის გამოც ქართველის გარდა, ავტობუსში მყოფი სხვა მგზავრებიც დაშავდნენ, პოლიციელებმა დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქართველი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის უკვე საავადმყოფოში გაწერეს.