LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში დიდი ცირკი გაიხსნა

57

უძველესი ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც ორ მთას შორის მდებარეობდა და 250 ათას მაყურებელს იტევდა, ამ დრომდე რეკონსტრუქციისთვის იყო დაკეტილი. ეს არის ადგილი, სადაც ხალხი პურისა და სანახაობისთვის იკრიბებოდა და ელიფსური ფორმის არენასთან თავსდებოდა. ცირკი ძირითადად ეტლების ბრძოლას მასპინძლობდა ხოლმე, შესვენებებზე კი აკრობატები, ეკვილიბრისტები და კომიკოსები გამოდიოდნენ. რამდენიმე წლის წინ კი უსაფრთხოების ზომების დასაცავად შენობა დახურეს და ვიზიტორებს აღარ უშვებდნენ.

საინტერესოა, რომ განახლებული ცირკის ნახვას ერთად მხოლოდ 30-კაციანი ჯგუფი შეძლებს და ბილეთის ფასი 5 ევრო იქნება. წინასწარი ინფორმაციით, უძველესი ცივილიზაციის ნარჩენების დათალიერება ძალიან ბევრ ადამიანს სურს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები