LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპმა ცარიელ მოედანზე ილოცა: “უფალო, შეხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა, გემუდარებით, ნუ დაგვტოვებ მარტო”

294
3B4EF7B3-0694-442F-9BAA-04F0275DB300-755x491

რომის პაპმა წმ. პეტრეს დაცარიელებულ მოედანზე ლოცვა აღავლინა. მან ღმერთს დახმარება შესთხოვა:

„ყოვლისშემძლე და მოწყალე უფალო, შეხედე ჩვენს მტკივნეულ მდგომარეობას და ნუ დაგვტოვებ მარტო ამ ქარიშხალში“, – ასე დაიწყო რომის პაპმა ლოცვა წმინდა პეტრეს ბაზილიკის მოედანზე…უფალო, შეხედე შენს ეკლესიას, რომელიც უდაბნოს კვეთს. შეხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა. შეხედე ავადმყოფებს, რომლებიც მარტოობისგან იჩაგრებიან. შეხედე ექიმებს, რომლებიც დაღლილობისგან იტანჯებიან. შეხედე პოლიტიკოსებს, რომლებიც არჩევანის ტვირთს ატარებენ“, – თქვა რომის პაპმა ლოცვის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები