LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის უჩვეულო გადაწყვეტილება – ისტორიაში პირველად, ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში ხმის უფლება ქალებსაც ექნებათ

79
ing

რომის პაპ ფრანცისკეს სურს, რომ წმინდა საყდარში ქალებს უფრო მაღალი დონის თანამდებობები მიანიჭოს.

ექსკლუზიურ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს და წერს, რომ ისტორიაში პირველად, რომის პაპი ვატიკანის საბჭოში ეპისკოპოსთა დანიშვნის პროცესში ხმის უფლებას ქალებსაც მისცემს.

პაპის განცხადებით, ის წელს პირველად დაასახელებს ქალებს ვატიკანის კომიტეტში, რომელიც ამ დრომდე მხოლოდ მამაკაცებისგან შედგებოდა. კომიტეტი მსოფლიოს ეპისკოპოსების შერჩევაში იღებს მონაწილეობას.

“ქალების როლი ვატიკანის იერარქიაში იყო ერთ-ერთი საეკლესიო და საერთაშორისო თემა, რომელიც 85 წლის პაპმა განიხილა 2 ივლისს, ვატიკანის რეზიდენციაში “როიტერთან” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

წმინდა საყდრის ცენტრალური ადმინისტრაციის ახალი კონსტიტუცია, რომელიც ძალაში შევიდა გასულ თვეში, საშუალებას აძლევს ნებისმიერ მონათლულ კათოლიკეს, მათ შორის კაცებსა და ქალებს, ხელმძღვანელობდნენ ვატიკანის დეპარტამენტების უმეტესობას.

მე ამისთვის ღია ვარ, რომ ქალებს შესაძლებლობა მივცეთ. ახლა ვატიკანის მერის მოადგილე ქალია. ეპისკოპოსთა კრებაში ეპისკოპოსების ასარჩევ კომიტეტში ორი ქალი პირველად დაინიშნება”, – თქვა მან.

პაპის თქმითვე, გასულ წელს, მან პირველად დაასახელა ქალი ვატიკანის გუბერნატორის ნომერ მეორე თანამდებობაზე, რის შედეგადაც რაფაელა პეტრინი გახდა ყველაზე მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქალი მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები