რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება. როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. რომის პაპის ვიზიტი 30 სექტემბერს დაიწყება და 2 ოტომბრამდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპი ლიტურგიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აღავლებს, ასევევ ეწვევა სვეტიცხოველს. ვატიკანის ინფორმაციით, საქართველოს შემდეგ პაპი აზერბაიჯანში ჩავა.