რომის პაპი ფრანცისკე ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
პაპი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იმედი აქვს, იმოქმედებენ იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.
„ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” – აღნიშნა რომის პაპმა.