რომის პაპმა ფრანცისკემ კვირას 28 ბავშვის ნათლობის ცერემონია ჩაატარა. ნათლობა სიქსტის კაპელაში შედგა.
რომის პაპმა მიმართა დედებს, არ მორიდებოდათ ნათლობის დროს შვილების გამოკვება.
„ცერემონია საკმაოდ გრძელია, ბავშვები შიმშილისგან ტირიან. დედებო, აჭამეთ ძუძუ შვილებს, ნურაფრის მოგერიდებათ. მარიამიც ასე აჭმევდა ჩვილ იესოს,“ – განაცხადა ფრანცისკემ.