LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი – ჭამა და სექსი უბრალოდ ღვთიურია

703
romepapa

სიამოვნება, რომელსაც ადამიანი გემრიელი სადილის მირთმევით ან სექსუალური აქტით იღებს, წმინდათა წმინდაა და ეკლესიის ნაწილის მიერ მიერ წარსულში უსამართლოდ და დიდი გულმოდგინებით იყო შერაცხული ცოდვად. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ  ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

რომის პაპმა, რომელიც 1.3 მილიარდი კათოლიკე ქრისტიანის სულიერი წინამძღოლია,  იტალიელ მწერალ კარლო პეტრინისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიამოვნება პირდაპირ ღმერთისგან მოდის.

„ის არ არის კათოლიკური, ქრისტინაული ან რაიმე მსგავსი, ის უბრალოდ ღვთიურია. სიამოვნების უარყოფაში კარგი არაფერია, ეს ქრისტეს მესიჯის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად ხდებოდა“. – განაცხადა რომის პაპმა.

„ეკლესია გმობდა არაადამიანურ, ვულგარულ, სასტიკ სიამოვნებას, მაგრამ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო მორალური, უბრალო ადამიანური სიამოვნების მიმართ“. – დაამატა მან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები