თუკი 14 თებერვალს საყვარელი ადამიანის გარეშე ხვდებით, მაშინ რომში, ნიუ-იორკში ან პეტერბურგში უნდა წახვიდეთ. წმინდა ვალენტინის დღემდე სულ რამდენიმე დღე რჩება, სწორედ ამიტომ მოგზაურთა პორტალმა Scyscanner-მა იმ ქალაქების სია შეადგინა, რომლებიც მარტოხელა მოგზაურებისთვის იდეალური დანიშნულებაა.
სიყვარულის დღესთან ერთად მსოფლიოს ნამდვილი რომანტიკული ისტერია იპყრობს. შეყვარებული წყვილები, მორთული კაფე-ბარები, ყვავილებითა და ბუშტებით სავსე ქუჩები – ყველაფერი რაც წყვილებს ძალიან ახარებთ. თუმცა, არიან ისეთებიც ვინც ამ დღეს მარტო ხვდება და საუკეთესო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ჩემოდნის ჩალაგება და სამოგზაუროდ წასვლაა. ყველაზე იდეალური დანიშნულება კი ექსპერტთა აზრით – იტალიის დედაქალაქია