LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელიმე თანამდებობის პირი თუ არ დაფაცურდა, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დარეგისტრირება შეუძლებელია – ელისაშვილი

70
BeFunky-collage (2)

რომელიმე დეპუტატი, მინისტრი, ან თანამდებობის პირი თუ არ დაფაცურდა, ისე შეუძლებელია საბავშვო ბაღებსა და სკოლებში დარეგისტრირება, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში რეგისტრაციის მხრივ კატასტროფული მდომარეობაა.

„ისედაც, ოდითგან ვართ ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ნეპოტიზმის და ჩაწყობის ქვეყანა და აქ ხომ საერთოდ საშინელება ხდება. თუ არ დაფაცურდა რომელიმე დეპუტატი, მინისტრი, თუ არ ვიცი, რომელიმე თანამდებობის ადამიანი, ისე შეუძლებელია, რომ ხალხი დაარეგისტრირო. არ ვიცი, რა ჯადო ალგორითმით არის მოწყობილი ეს საიტები, სადაც ვერაფრით ვერ მოახერხებ დარეგისტრირებას. ხოდა წლებია, ეს პრობლემა გრძელდება და იქნებ რაღაცა გააკეთოთ ამ მიმართულებით“,- განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები