LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რომელია ყველზე რთული ქართული ფრაზები, რომლებიც ამერიკელმა დიპლომატებმა უნდა იცოდნენ“ – აშშ-ის საელჩო თქვენს პასუხებს ელის

164
Untitled design

საქართველოში ამერიკის საელჩო მოქალაქეებს კითხვით მიმართავს.

საელჩოს წარმომადგენლებს აინტერესებთ, რომელია ის ყველაზე რთული ქართული სიტყვები, რომლებიც აქ მოღვაწე ამერიკელმა დიპლომატებმა უნდა იცოდნენ.

„ამერიკელი დიპლომატები ბევრ დროს უთმობენ ქართული ენის შესწავლას.

თქვენი აზრით, რომელია ქართულში ყველაზე რთული, მაგრამ აუცილებელი სიტყვები ან ფრაზები, რომელიც საქართველოში

მომსახურე ამერიკელმა დიპლომატებმა უნდა იცოდნენ?“ – წერს საელჩო.

სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

პასუხებიც მრავალფეროვანია.

ზოგი დიპლომატებს შესასწავლად სხვადასხვა რთულ სიტყვას სთავაზობს, ზოგი აღნიშნავს, რომ ყველა ამერიკელი დიპლომატი საოცრად კარგად საუბრობს ქართულად.

მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკელ დიპლომატებს ქართულად საუბრის გამო პატივს სცემენ.

ერთ-ერთი კომენტარის ავტორი კი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ფრაზა, რომელიც დიპლომატებმა უნდა იცოდნენ არის: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები