დასავლური სააგენტოს IseeCars-ის ანალიტიკოსებმა ბაზრის კვლევის შედეგად ყველაზე საიმედო ავტომობილების ჩამონათვალი წარმოადგინეს.
სულ კვლევაში 13,5 მილიონი ავტომობილის მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც 1981-2017 წლების პერიოდში გამოვიდა. ტოპ ათეულის დიდი ნაწილი სრულზომიან ყველგანმავალ ავტომობილებს, უპირატესად ამერიკულ და იაპონურ ბრენდებს უჭირავთ. ყველაზე ამტანი ავტომობილი Toyota Sequoia აღმოჩნდა, მეორე ადგილი Ford Expedition-ს ერგო, სამეულს კი Chevrolet Suburban ასრულებს.
ჩამონათვალში მეოთხე პოზიცია Toyota 4Runner-ს ერგო, ხუთეულს კი GMC Yukon ასრულებს.
ათეულში ასევე შემდეგი ავტომობილები შევიდნენ: Chevrolet Tahoe, ლუქსის კლასის GMC Yukon, Toyota Tacoma, Toyota Avalon და Honda Odyssey.
რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს იმ ავტომობილების პროცენტული რაოდენობა, რომლებმაც 320 000 კილომეტრი გაიარეს.