LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე საიმედო ავტომობილი?

48

ავტოექსპერტებმა ყველაზე სანდო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. პორტალმა dron.ru-მ საუკეთესოთა სიის შესადგენად –  8 განსხვავებული კვლევა და ამერიკელ, გერმანელ და ბრიტანელ სპეციალისტთა შეფასებები გააერთიანა. სიაში სულ 44 მოდელი მოხვდა და ისინი კლასების მიხედვითაა დაყოფილი.

ექსპერტთა აზრით, აღნიშნული ავტომობილები ყველაზე ოპტიმალური შენაძენია, რადგან მათ რემონტს დიდი თანხები არ სჭირდება. ყველაზე სანდოთა შორის კი Chevrolet Aveo, Hyundai ix20, Mazda 2 და Honda Jazz ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელთა უმრავლესობა საკმაოდ ძვირადღირებულია და ძირითადად მხოლოდ ევროპულ ქვეყნებშია გავრცელებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები