2017 წლის იანვარ-მაისში შეძენილი ყოველი მესამე ავტომობილი ქროსოვერია, რაც მათ პოპულარობაზე მიუთითებს. ანალიტიკურმა სააგენტო Focus2move-მა ათი ყველაზე პოპულარული ქროსოვერის ჩამონათვალი შეადგინა.
პირველი პოზიცია ქროსოვერებს შორის Honda CR-V-ის ერგო, რომელიც 2334 269 ერთეული გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია.
მეორე პოზიცია Toyota RAV4-ს ერგო, რომელიც 308 354-ჯერ შეიძინეს.
სამეულს კი Volkswagen Tiguan-ი ასრულებს, რომელიც 277 706-მა ადამიანმა შეიძინა.
მეოთხე პოზიცია პოპულარობის მიხედვით Hyundai Tucson-მა დაიკავა – იანვარ-მაისის პერიიოდში ის 223 321-ჯერ შეიძინეს.
ხუთეულს 210 502 ერთეულით Nissan Quashqai ასრულებს.
მეექვსე ადგილი 191 672 ერთეულით Haval H6-ს ერგო, მეშვიდე კი 180 494 გაყიდული ავტომობილით Nissan Rogue-ს. შემდეგი ადგილები Kia Sportage-მა, Mazda CX-5-მა და Nissan X-Trail-მა გაინაწილეს.