LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა?

39

ავიამგზავრებისთვის ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა ბელგიაა. მოგზაურთა პორტალის KIWI-ს სპეციალისტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფრენის ხარჯები შეისწავლეს და შესაბამისი რეიტინგიც შეადგინეს.

2017 წლის უპირობო ლიდერი კი ბელგია გახდა. ქვეყანაში 100 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 50,21 ევრო ღირს. შედარებისთვის, იგივე მანძილის ღირებულება საფრანგეთში 5-ჯერ ნაკლები – 10,47 ევროა. შესაბამისად, საფრანგეთმა სიაში მხოლოდ 34-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ყველაზე იაფფასიანი ბილეთების მქონე ქვეყანას, წელს ლიდერი – ბულგარეთია და 100 კილომეტრიანი მანძილი იქ მხოლოდ 4,28 ევრო ღირს. შიდა რეისებს შორის კი რუმინეთი ლიდერობს, დრაკულას ქვეყანაში 100 კილომეტრის გავლა მხოლოდ 2,79 ევრო ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები