LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია

22

მსოფლიოში ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია Alitalia-ა. იტალიური ავიაგადამზიდი რეისების 91,89%-ს სრული სიზუსტით ასრულებს და დანიშნულების ადგილზე დაგვიანების გარეშე ჩადის.

ავიასივრცე ამერიკულმა კომპანია FlightStats-მა შეისწავლა და Alitalia ყველაზე პუნქტუალურთა სიაში უკვე მეორედ მოახვედრა. ლიდერთა მეორე და მესამე პოზიციას კი Qatar Airways და South African Ariways იკავებენ. რაც შეეხება Alitalia-ს, მისი შეძენა Air France-ს, EasyJet-ს, Delta-სა და რამდენიმე სხვა კომპანიას სურს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური ავიაგადამზიდი ევროპაში სიდიდით მეხუთეა და მისი შტაბ-ბინა რომშია განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები