მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ავტომობილი ცნობილია.
ანალიტიკურმა კომპანია Jato Dynamics-მა ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების რეიტინგი შეადგინა. ექსპერტებმა კვლევაში 5 ათასამდე განსხვავებული კლასის და მონაცემების ავტომანქანა შეიყვანეს: ჰეთჩბეკი, სედანი, კროსოვერი, პიკაპი, საოჯახო თუ პრემიალური კლასის მანქანები.
მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გასული წლის მსგავსად Ford F-Series აღმოჩნდა, მეორე პოზიციაზეა Toyota Corolla, სამეულს კი Hyundai ასრულებს.