LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია მსოფლიოში ყველაზე არასტუმართმოყვარე ქვეყნები?

136
turkmenistan-trip-planner

მსოფლიოში ყველაზე არასტუმართმოყვარე სახელმწიფოები 2023 წლის Welcoming Countries Rank-ის მიხედვით თურქმენეთი და ავღანეთი არიან. ამ ქვეყნებში მოსახვედრად თითქმის ყველა ქვეყნის მოქალაქეს ვიზა ესაჭიროება. საინტერესო რეიტინგი Passport Index-მა შეადგინა.

მეორე ადგილზე ბუტანი და ლიბია განაწილდნენ, ორივე ქვეყანა უვიზო მიმოსვლას მხოლოდ 3-3 სახელმწიფოს სთავაზობს. ანტირეიტინგის ლიდერთა სამეულს ერითრეა ასრულებს, სადაც უვიზოდ 4 ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ შესვლა. შემდეგ პოზიციებზე გავიდნენ – გვინეა, ალჟირი და სუდანი.

არასტუმართმოყვარე ქვეყნების ტოპ-10-ში მოხვდნენ ასევე – კამერუნი, მიანმარი, იემენი, სირია, ლიბერია, ნაურუ, კონგო და ჩადი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები