LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ხუთი საუკეთესო თანამედროვე ძრავი?

30

ბრიტანული გამოცემის, Top Gear-ის ჟურნალისტებმა საუკეთესო თანამედროვე ძრავების ტოპ-5 წარმოადგინეს. Top Gear-ის ჟურნალისტების მოსაზრებით, ძრავისთვის საიმედოობა ისეთივე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, როგორც დინამიურობა. გარდა ამისა, რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა საწვავის ხარჯი და ატმოსფეროში მავნე გამონაბოლქვის დონე გაითვალისწინეს.

Valkyrie-ის ტოპ ხუთეულში პირველი ადგილი BMW-ს სამ ცილინდრიან ძრავს ერგო, რომლის მოცულობაც 1,6 ლიტრია. ამ ძრავით არის აღჭურვილი BMW-ს 1 Series, 2 Series და 3 Series. ძრავი ბევრ საწვავს არ მოიხმარს ამასთან შეესაბამება ეკოლოგიურ ნორმებს.

მეორე და მესამე ადგილებზე 3,9 ლიტრიანი V8 და 6,3 ლიტრიანი V12 ძრავებია კომპანია Ferrari-სგან. ამ ძრავებით აღიჭურვება ისეთი მოდელები, როგორიც არის Ferrari F12, LaFerrari და 488 GTB.

მეოთხე პოზიციაზე 1,5 ლიტრიანი TSI ძრავია Volkswagen-სგან. ხუთეულს კი Mercedes-AMG-ის ოთხ ლიტრიანი V8  ძრავი ასრულებს, რომელიც ორმაგი ტურბოდამბერით არის აღჭურვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები