LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია ევროპის ყველაზე რომანტიკული ქალაქი?

148
5465

კომპანიამ Catamaran Charter Croatia ევროპის ყველაზე რომანტიკული ქალაქები შეისწავლა. რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა Trip Advisor გამოიყენეს და თითოეულ ქალაქში რომანტიკული სასტუმროებისა თუ რესტორნების რაოდენობა და ხარისხი შეადარეს.

სიაში პირველ ადგილს ლისაბონი იკავებს, სადაც პაემნებისთვის 588 იდეალური რესტორანია განთავსებული. გარდა ამისა, მილიონ ადამიანზე 1077 რესტორანია გათვლილი, ასევე იქვეა 152 რომანტიკული სასტუმროც.

მეორე ადგილს მონაკო იკავებს, მესამე კი პარიზია. შემდეგი პოზიციები სან მარინოსა და რომს ხვდათ წილად.

საუკეთესოთა ტოპ ათეულში მოხვდნენ ასევე – ანდორა, ამსტერდამი, ათენი, პრაღა და რეიკიავიკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები