სინგაპურის პასპორტი წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ დოკუმენტად დასახელდა. ტრადიციული რეიტინგი Henley Passport Index-მა გამოაქვეყნა და სინგაპურელებს უვიზოდ 192 ქვეყნის მოვლა შეუძლიათ.
მეორე ადგილი რამდენიმე ქვეყნის – გერმანიის, იტალიის და ესპანეთის პასპორტებმა გაინაწილეს. ამ დოკუმენტების მფლობელებს უვიზოდ 190 ქვეყნის მონახულების უფლება აქვთ. რეიტინგში მესამე – იაპონიის, ავსტრიის, ფინეთის, საფრანგეთის, ლუქსემბურგის, სამხრეთ კორეის და შვედეთის პასპორტები არიან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 189 სახელმწიფოში აქვთ გზა ხსნილი.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი დოკუმენტი 48-ე პოზიციას ალბანეთთან იყოფს და ქართული პასპორტით 117 ქვეყნის მონახულებაა ნებადართული.