LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე სექსუალური ადამიანები – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა „ასტრომაგია”

307

16 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფიო ბზეკალავამ დეტალურად ისაუბრა ზოდიაქოს ნიშნების თავისებურებებზე და ინდივიდუალურად განიხილა თითოეულის ტემპერამენტი, სექსუალური პოტენციალი და განსაკუთრებული შარმი.

საინტერესოა, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ყველაზე ტემპერამენტული, სექსუალური ადამიანები, ვინ უფრო მიდრეკილი პოლიგამიისკენ და ვისთვის „ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია“. აქვე აღსანიშნავია, რომ ადამიანის სექსუალურ პოტენციალს და მის პარტნიორულ ურთიერთობას, ზოდიაქოს ნიშანთან ერთად, პირადი ჰოროსკოპიც განსაზღვრავს უამრავი ინდივიდუალური ნიუანსით.

ზოდიაქოს ნიშნები ტემპერამენტის და სექსუალური პოტენციალის მიხედვით:

მორიელი – საოცარად ქარიზმატული მორიელი, ყველაზე სექსუალური, ბრუტალური და ტემპერამენტული ზოდიაქოს ნიშანია, ვისთვისაც სექსი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვება და ძილი, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჰარმონიული ქორწინება მისთვის პარტნიორთან იდეალურ სექსუალურ თავსებადობას გულისხმობს. მეტიც, მორიელს ნებისმიერი უსიამოვნების მოთმენა შეუძლია, მთავარია ჰქონდეს სრულფასოვანი ინტიმური ურთიერთობა. მართალია, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ხშირად ძალიან შეუხედავია თავისი ასიმეტრული ნაკვთებით, მაგრამ პირადი ურთიერთობისას მაინც ნებისმიერის მოხიბვლას ახერხებს. აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი სექსუალური პოტენციალის მიუხედავად, მორიელი საოცრად ერთგული ნიშანია, რომელიც არასდროს უღალატებს პარტნიორს, თუ ის ყველა სექსუალურ ექსპერიმენტში აყვება და მის მრავალფეროვან მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს, დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ჩვეულებრივ დესტრუქციული, საშინლად აგრესიული მორიელი ყველა ნეგატიურ თვისებებას მოურიდებლად ამჟღავნებს.

ვერძი – მორიელის მსგავსად, საოცრად იმპულსური და თამამი ვერძისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს სექსი, ამიტომ შემთხვევით სექსუალურ კავშირზეც არასდროს იტყვის უარს, მთავარია პარტნიორის მიმართ იგრძნოს სიმპათია. ვიზუალურად ყოველთვის მიმზიდველი ვერძი განსაკუთრებული ენერგიით, ბრუტალობით გამოირჩევა და სწრაფად იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. ამასთანავე, ბუნებით მონადირეს, რომელიც არასდროს ელის საპირისპირო სქესის გააქტიურებას და ყოველთვის თვითონ იჩენს ინიციატივას, ძალიან არ მოსწონს როცა მასზე ნადირობენ. ასე რომ, თუ თქვენით ვერძი გრძნობებში გამოგიტყდათ, არ ღირს ზედმეტად თავის დაფასება, რადგან სულსწრაფი და მოუთმენელი სწრაფად დაკარგავს ინტერესს და სინანულის გარეშე მოძებნის თქვენს შემცვლელს.

კურო – ერთი შეხედვით მშვიდ კუროს, სინამდვილეში დაუცხრომელი სექსუალური მადა აქვს, რადგან ძალიან უყვარს ცხოვრებისეული სიამოვნებებით ტკბობა. თუმცა, ტემპერამენტის, მაღალი სექსუალური პოტენციალის და უზარმაზარი ენერგიის მიუხედავად, საოცრად ერთგულია, სწრაფად ეჩვევა პარტნიორს და ყოველთვის უჭირს მასთან დაშორება. სხვათაშორის, მომხიბლელი ქალბატონი კურო აუცილებლად ფუმფულა ფორმებით გამოირჩევა, რაც არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს. აღსანიშნავია კუროს მეტად უცნაური თვისებურებაც – მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სურნელი, ამიტომ თუ  პარტნიორის „არომატი“ არ მოეწონა, არავითარ შემთხვევაში არ გააგრძელებს მასთან ურთიერთობას.

(ვრცლად…აუდიოჩანაწერი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები